P h u b b e r

0

Phubber

Phubber Community | Street Style

Share

This Post

პირველივე დღიდან, ფაბერის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ ღირებულებას, ჩვენი მომხმარებლები – Community წარმოადგენს. ჩვენთვის ყველაზე სასიხარულო, სწორედ მათი აღმოჩენებია ფაბერზე.

ხშირად მიგვიღია უკუკავშირი მომხმარებლებისგან, რომ ფაბერზე მათი საოცნებო ნივთები იპოვეს, ზოგი ისეთი, რომელიც ყველა პლატფორმაზე SOLD OUT იყო, ან ისეთი, რომელიც მათთვის ძალიან მისაღებ ფასად სწორედ ფაბერზე შეიძინეს.

სწორედ ეს გახდა მიზეზი ჩვენი ახალი პროექტის დაწყების Phubber Community Street Style, რომელიც ერთ-ერთ ქართველ გამორჩეულ Street Style ფოტოგრაფთან, გურამ კაპანაძესთან ერთად გადავიღეთ. ჩვენი მიზანია გაგაცნოთ ფაბერის მომხმარებლები, რომლებისთვისაც RESALE-ი შოპინგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, ისინი იზიარებენ მოდის მდგრადობის იდეას და მათი შენაძენებით, სწორედ ამ ცირკულარული მოდის ნაწილს წარმოადგენენ.

პირველ პოსტში გვინდა გაგაცნოთ ჩვენი ერთგული მომხმარებელი – მარიშა გოგოლაური, რომლის სტილიც ძალიან უნიკალური და საინტერესოა.

მარიშას განსაკუთრებული აღმოჩენები ფაბერზე: Coperni-ს ჩანთა, Maison Margiela X HM ტყავის ქურთუკი და Tods-ის ფეხსაცმელია.

“ფაბერი მომწონს ბევრი მიზეზის გამო: იდეოლოგია , რომელსაც ის იზიარებს მოდასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, გუნდი , რომელიც ფაბერს ქმნის და აღმოჩენის ემოცია, რომელიც ყოველი ახალი ნივთის შეძენისას მეუფლება.

ყოველი ნივთი, რომელიც ფაბერზე მიყიდია არის სულ ახალი და თან ძალიან კარგ ფასად, რაც ალბათ იმის მიზეზია, რომ აუცილებლად ვბრუნდები პლატფორმაზე ყოველი შემდეგი ნივთის აღმოსაჩენად” – მარიშა

ფოტო: გურამ კაპანაძე for Phubber Community

მარიშა მყიდველთან ერთად გამყიდველიც არის ფაბერზე, შესაბამისად გთავაზობთ მისი, როგორც სელერის გვერდს:

Subscribe To Our Newsletter

Get updates and learn from the best

More

To Explore

Uncategorized

Phubber Community | Street Style – Love, Vintage, Luxury

ქეთი ფაბერის იმ მომხმარებლების სიას მიეკუთვნება, რომელიც აპლიკაციის ჩაშვების პირველივე დღიდან აქტიურად ყიდის და ყიდულობს ნივთებს. მისი სტილი მართლაც რომ განსაკუთრებულია, შეუძლია ერთმანეთს იდეალურად შეუხამოს

Uncategorized

Phubber Community | Street Style – When Classy Meets Casual

ელენკა კოხრეიძე ფაბერის ერთგული მომხმარებელია პირველივე დღიდან, არის როგორც აქტიური მყიდველი, ისე გამყიდველი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მოგზაურობს და ონლაინ შოპინგიც ძალიან უყვარს, ფაბერს დიდი