ელენკა კოხრეიძე ფაბერის ერთგული მომხმარებელია პირველივე დღიდან, არის როგორც აქტიური მყიდველი, ისე გამყიდველი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მოგზაურობს და ონლაინ შოპინგიც ძალიან უყვარს, ფაბერს დიდი ადგილი უჭირავს მისი Wish List-ების აღმოჩენასა და შეძენაში.
ელენკა თავისი შენაძენებიდან გამოარჩევს Acne Studos-ს პიჯაკს, რომელიც Phubber Consginment-ში აღმოაჩინა. ეს პიჯაკი იდეალურად ერგება მის სტილს, არის მინიმალისტური, შესაძლებელია მოირგო როგორც კლასიკურ, ისე ყოველდღიურ სამოსზე, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ნივთს.
ელენკა არამხოლოდ საქართველოში, არამედ სომხეთის ფაბერზეც აქტიურად შოპინგობს და სწორედ ამ ბოლო დროს აღმოაჩინა ეს Celine-ის Timeless ფეხსაცმელი და Christian Dior-ის სათვალე, რომელიც ასევე მისი საყვარელი ნივთებია.
“ფაბერის დაარსების დღიდან ვარ აქტიური სელერი და ბაიერი. მომხმარებლები ახალ სიცოცხლეს ვძენთ ჩვენთვის სასურველ ნივთებს და ვფიქრობ კარგ საქმეს ვაკეთებთ. ზოგადად, მიყვარს უნიკალური ნივთების აღმოჩენა და ფაბერი ამაში ძალიან მეხმარება. ჩემი სტილი კლასიკურსა და სპორტულს შორის მერყეობს. შესაბამისად, მარტივად ვპოულობ საინტერესო ნივთებს პლატფორმაზე.” – ელენკა კოხრეიძე
გიზიარებთ ელენკას, როგორც სელერის გვერდს, სადაც ძალიან საინტერესო ნივთები აქვს წარმოდგენილი.
გამოიწერეთ @elenkakokhreidze და ისიამოვნეთ #phubbing-ით.
ფოტო: გურამ კაპანაძე