P h u b b e r

0

Phubber

Phubber Community | Street Style – Smart Casual

Share

This Post

ჩვენს მომდევნო პოსტში გვსურს გაგაცნოთ ანანო მდინარაძე, გამორჩეული სტილითა და გემოვნებით. ანანო ფაბერის მომხმარებელია პირველივე დღიდან, მისი ყოველი შენაძენი კი ნამდვილად განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

ანანო ყოველთვის გამოირჩევა უნიკლაური ნივთების აღმოჩენებით. მას ძალიან ინდივიდუალური სტილი აქვს და ყოველთვის ზუსტად იცის რას და რატომ ეძებს ფაბერზე. ეს კი მისი შენაძენებითაც ნათლად ჩანს.

გიზიარებთ ანანოს ერთ-ერთ საყვარელ შენაძენებს ფაბერზე. OFF-WHITE ის ქამარი, Louis Vuitton-ისა და PRADA-ს ჩანთები, რომელსაც ძალიან საინტერესოდ უხამებს ჯინსს, კლასიკურ პიჯაკსა და ყოველდღიურ ფეხსაცმელს.

Prada-ს Re-Edition ჩანთა სწორედ იმ პერიოდში აღმოაჩინა ფაბერზე, როდესაც ყველაზე ტრენდული იყო და ალბათ, სწორედ ამიტომ არის მისი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი შენაძენი.

Louis Vuitton-ის ეს Monogram Pochette ყოველთვის იყო, არის და იქნება კლასიკა, რომელიც ყველანაირ სტილს უხდება.

“ფაბერის მომხმარებელი მისი დაარსების პირველივე დღიდან ვარ, როგორც აქტიური სელერი, ისე ბაიერი. უპირატესობას ვანიჭებ ქეჟუალ სტილს, მიყვარს ტანსაცმელი, რომელშიც კომფორტულად ვგრძობ თავს. ვფიქრობ, ჩემი, ინდივიდუალური სტილი მაქვს, არ მიყვარს ისეთი ტანსაცმლის ყიდვა, რომელიც უბრალოდ მოდაშია და მასიურად ბევრს აცვია. ყურადღებას ვაქცევ ინდივიდუალიზმს, რომელიც ჩემი აზრით ადამიანის შინაგან სამყაროს გამოხატავს. ფაბერზე აღმომიჩენია უამრავი უნიკალური ნივთი, რომელიც საპატიო ადგილს იკავებს ჩემს გარდერობში და შეუცვლელია. ხშირ შემთხვევაში ვეძებ ჩემი საყვარელი ბრენდების კონკრეტულ, აიქონიქ ჩანთებს.” – ანანო მდინარაძე

საინტერესო ნივთების აღმოსაჩენად კი ანანოს ფაბერის გვერდს შეგიძლიათ ესტუმროთ და გამოიწეროთ.

ფოტო: გურამ კაპანაძე

Subscribe To Our Newsletter

Get updates and learn from the best

More

To Explore

Uncategorized

Phubber Community | Street Style – Love, Vintage, Luxury

ქეთი ფაბერის იმ მომხმარებლების სიას მიეკუთვნება, რომელიც აპლიკაციის ჩაშვების პირველივე დღიდან აქტიურად ყიდის და ყიდულობს ნივთებს. მისი სტილი მართლაც რომ განსაკუთრებულია, შეუძლია ერთმანეთს იდეალურად შეუხამოს

Uncategorized

Phubber Community | Street Style – When Classy Meets Casual

ელენკა კოხრეიძე ფაბერის ერთგული მომხმარებელია პირველივე დღიდან, არის როგორც აქტიური მყიდველი, ისე გამყიდველი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მოგზაურობს და ონლაინ შოპინგიც ძალიან უყვარს, ფაბერს დიდი