P h u b b e r

0

Phubber

Phubber Community | Street Style – Love, Vintage, Luxury

Share

This Post

ქეთი ფაბერის იმ მომხმარებლების სიას მიეკუთვნება, რომელიც აპლიკაციის ჩაშვების პირველივე დღიდან აქტიურად ყიდის და ყიდულობს ნივთებს.

მისი სტილი მართლაც რომ განსაკუთრებულია, შეუძლია ერთმანეთს იდეალურად შეუხამოს ვინტაჟური MaxMara-ს პალტო, Balenciaga-ს ოვერსაიზდ ბოტასი, Acne Studios ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული შარფი, Stella McCartney-ს დიდი ზომის სათვალე და Saint Laurent-ის ჩანთა – ეს ყველაფერი კი ქეთის აღმოჩენებია ფაბერზე.

ვინტაჟურისა და თანამედროვე სტილის მიქსი ყველაზე უკეთ ამ ლუქში გამოიხატება, სადაც ქეთის ფაბერ ქონსაიმენთში აღმოჩენილი ვინტაჟური Christian Dior-ის ჩანთა და Balenciaga-ს ძალიან ტრენდული პალტო აქვს შეხამებული. აღსანიშნავია, რომ ასეთი სტილის მორგება არც ისე მარტივია, რაც ცალსახად ინდივიდუალიზმს გამოხატავს.

“ფაბერი ჩემთვის არის აპლიკაცია, რომელიც დიდი ხანია ჩემი მობილური ტელეფონის პირველ გვერდზეა, სადაც ყველაზე ხშირად შევდივარ და ვათვალიერებ, ფაბერის დაარსების დღიდან ვარ აქტიური მომხმარებელი, უამრავი უინიკალური ნივთი მაქვს შეძენილი , მიყვარს როცა განსხვავებული და გამორჩეული ნივთები მოდის ჩემამდე და გარანტია იმისა, რომ ყველა ნივთი რასაც ვყიდულობ არის ავთენტური. ფაბერი გვაძლევს შესაძლებლობას ვაჩუქოთ ნივთებს მეორე სიცოცხლე და ამით ეკოლოგიას შევუწყოთ ხელი, რაც დღევანდელ რეალობაში ძალიან მნიშვნელოვანია.” – ამბობს ქეთი

ქეთის ფაბერის გვერდზე აქტიურად აღმოაჩენთ როგორც დიდების, ისე ბავშვების სამოსსაც, ასე რომ გამოიწერეთ მისი პროფილი ფაბერზე და keep #phubbing

ფოტო: გურამ კაპანაძე

Subscribe To Our Newsletter

Get updates and learn from the best

More

To Explore

Uncategorized

Phubber Community | Street Style – Love, Vintage, Luxury

ქეთი ფაბერის იმ მომხმარებლების სიას მიეკუთვნება, რომელიც აპლიკაციის ჩაშვების პირველივე დღიდან აქტიურად ყიდის და ყიდულობს ნივთებს. მისი სტილი მართლაც რომ განსაკუთრებულია, შეუძლია ერთმანეთს იდეალურად შეუხამოს

Uncategorized

Phubber Community | Street Style – When Classy Meets Casual

ელენკა კოხრეიძე ფაბერის ერთგული მომხმარებელია პირველივე დღიდან, არის როგორც აქტიური მყიდველი, ისე გამყიდველი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მოგზაურობს და ონლაინ შოპინგიც ძალიან უყვარს, ფაბერს დიდი