მერი ბიჭაშვილი უკვე დიდი ხანია მოდის სფეროში მოღვაწეობს. მისთვის მოდა უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ლამაზი სამოსი, ეს არის საკუთარი თავის, ინდივიდუალიზმის გამოხატვის საშუალება და ეს ნათლად ჩანს მის ჩაცმულობაშიც.
მერი ფაბერის მომხმარებელია პირველი დღიდან როგორც აქტიური ბაიერი და სელერი. მისთვის განსაკუთრებული ნივთის აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, ხშირად ეძებს ვინტაჟურ უნიკალურ ნივთებს ირგებს კიდეც საოცრად.
” პირველივე დღიდან როგორც ბაერი ასევე სელერი ვარ. მიუხედავად ფაბერზე არსებული უპრეცენდენტო შეთავაზებებისა ფასის კუთხით ტრენდულ და აიქონიქ ნივთებზე, მე მაინც ვცდილობ ვნახო რამე უნიკალური და ჩემს ფანტაზიებს მორგებული. ასეთი შენაძენია Foster Grant-ის დიდი ვინტაჟური სათვალე, აღმოსავლური ვარდისფერი ქუდი, ნიჟარის ფორმის ქლაჩი, კოტონის პიჯაკი ბუმბულის ნაქარგით და ასე შემდეგ. საოცრად დაბალ ფასად მაქვს შეძენილი YSL და Marni-ის სათვალე, Lancel-ის მოწნული ყავისფერი ტყავის ჩანთა, ბერლუტის კლასიკური პიჯაკი, Justin Clenquet-ის ჩოკერები, მატერიელის ტყავის ქვედაბოლო და ასე შემდეგ. მე როგორც სტილისტი უამრავ ნივთს ვყიდულობ გადაღებების სთაილინგისთვის, დაახლოებით 40-მდე ნივთი მაქვს შეძენილი კომერციული გადაღებებისთვის რადგან უამრავ პროდუქტში ყოველთვის ვპოულობ იმას, რაც მჭირდება მოცემულ მუდბორდში.” – ამბობს მერი
გიზიარებთ მერის აღმოჩენებს, ხოლო მისი კატალოგის დასათვალიერებლად გამოიწერეთ მერი ფაბერზე.
ფოტო : გურამ კაპანაძე