ჩვენს შემდეგ პოსტში გვინდა გაგაცნოთ თეონა, ფაბერის ერთგული მომხმარებელი პირველივე დღიდან. თეონა ისეთ მომხმარებლებს მიეკუთვნება, რომლისთვისაც ტრენდული სამოსის შეძენა პრიორიტეტულია. ის ფაბერზე როგორც საინტერესო ნივთების აღმოჩენით არის დაინტერესებული, ისევე აქტიურად ყიდის. თეონა მოდის აქტივისტია, რადგან მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბრუნვადის მოდის იდეოლოგია.
გიზიარებთ თეონას Street Style ფოტოებს, სადაც მას ფაბერზე შეძენილი Toteme-ის თრენჩი, Bottega Veneta-ს ფეხსაცმელი და Gucci-ს სათვალე უკეთია.
“გამარჯობა მე ვარ თეონა, ფაბერის მომხმარებელი აპლიკაციის გაშვების პირველივე დღეებიდან. არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა გაყიდო და შეიძინო ნივთები უსწრაფესი სერვისით ლოკალურად. მნიშვნელოვანია, გარდერობი შეამსუბუქო ისე, რომ აქედან სარგებელი მიიღო და ასევე შეიძინო ისეთი ნივთი, რომელსაც ეძებდი სასურველ ფასად. რადგან შოპინგს ჩვენი უმრავლესობის ცხოვრებაში ერთ-ერთი სასიამოვნო ადგილი უკავია, ფაბერი არის არაჩავეულებრივი შესაძლებლობა და გამოცდილება. აპლიკაციაში მაქვს შეძენილი ნივთები ჩემი საყვარელი ბრენდებისგან, როგორებიც არის: Jacquemus, Toteme, Bottega Veneta, Jil Sander, Celine და სხვა. მადლობა ფაბერის გუნდს გულისხმიერებისთვის და მომხმარებლების მოტივირებისთვის” – ამბობს თეონა.
საინტერესო ნივთების აღმოსაჩენად კი შეგიძლიათ ეწვიოთ თეონას გვერდს ფაბერზე, გამოიწეროთ და ისიამოვნოთ #phubbing-ით.
ფოტო: გურამ კაპანაძე